ადრეული სახელები დილითი, ისტ. დლივი - სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დიდი გონდრიო).
მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X– XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“.[4] X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებს – ბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.[2]
სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.[2] სოფლის მახლობლად აღმოჩენილია სასანური და არაბული მონეტების განძი.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1 233 მცხოვრებია, ძირითადად ეთნიკური სომხები.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
|
2014 |
1 233 |
|